skip to content
ახალი ამბები

ქართული მხარე ჰააგის სასამართლოში ქართველთა გენოციდის თაობაზე სარჩელს შეიტანს

(თბილისი, 11 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორნებაძემ დღეს აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ლიდერთან თამაზ ნადარეიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ქართული მხარე სარჩელს შეიტანს ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში აფხაზეთში ქართველთა გენოციდის თაობაზე.  

ყოფილი იმელის შენობაში გამართულ შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა და აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების ლიდერმა სახელისუფლებო ბლოკის წინასაარჩევნო პროგრამა განიხილეს.

ნადარეიშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ აფხაზეთის თემა პრიორიტეტული იქნება სახელისუფლებო ბლოკის საარჩევნო პროგრამაში.

“ჩვენ უკვე მოვამზადეთ აფხაზეთში ქართველთა გენოციდის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში წარსადგენად”, – განუცხადა ნადარეიშვილმა დღეს ჟურნალისტებს.

თამაზ ნადარეიშვილი სახელისუფლებო ბლოკში 9 სექტემბერს გაერთიანდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button