ახალი ამბები

დასრულებულია ამომრჩეველთა სიების კომპიუტერიზაცია

(თბილისი, 5 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საგენტო ქართველ სპეციალისტებთან ერთად აგრძელებენ ამომრჩეველთა სიების ინტერნეტში განთავსების პროცესს. ამ დროსისათვის მთლიანდ დასრულებულია სიების კომპიუტერიზაცია.

დღეს ამ პროცესს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნანა დევდარიანი დაესწყრო. მისი თქმით, ეს არჩევნები იმითაც არის გამორიჩეული სხვა წინა არჩევნებისგან, რომ ხდება ამომრჩეველთა სიების ინტერნეტში განთავსება და თითოეულ მოქალაქეს საკუთარი  გვარის ამოკითხვა თავადვე შეეძლება.

“ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს არჩევნები სამაგალითოდ ჩატარდეს. მე პირადად ამისათვის ვიმუშავებ”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას ნანა დევდარიანმა.

საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლის დავით ყიფიანის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სიების მიხედვით ამომრჩეველთა რაოდენობს 2 147 306, აქედან, იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, 323 820 გარდაცვლილია. დღესვე სიებს დაემატება ლტოლვილთა რაოდენობა, რაც დაახლოების 160 ათასს შეადგენს.

ამჟამად მიმდინარეობს სიების ხელახალი გადამოწმება. ეს პროცესი 15 სექტემბერს დასრულდება, ამომრჩეველთა სიები კი 27 სექტემბერს გამოქვეყნდება. ამომარჩეველთა სიების ინტერნეტში განთავსება 24 ივნისს დაიწყო.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button