ახალი ამბები

შევარდნაძე აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებას უჭერს მხარს

(თბილისი, 2 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – შევარდნაძემ აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებას მხარდაჭერა გამოუცხადა და აფხაზეთის ომის ვეტერანებს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

აფხაზეთის ომის ვეტერანთა კავშირის რამდენიმე წევრმა შიმშილობის აქცია 21 აგვისტოს დაიწყო. ისინი აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლებისა და მისი ლიდერის თამაზ ნადარეიშვილის გადადგომას მოითხოვენ.

“შიმშილობა და საპროტესტო აქციები პროტესტის გამოხატვის სწორი ფორმა არ არის. მე ნადარეიშვილის წინააღმდეგ არაფერი არ გამაჩნია”, – განაცხადა შევარდნაძემ 1 სექტემბერს სახელმწიფო ტელევიზიის პირდაპირ ეთერში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button