ახალი ამბები

12 წლის ბავშვი წელს მეორედ გაიტაცეს

(თბილისი, 30 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – 12 წლის გიორგი სარდანიძე დაუდგენელმა პირებმა გუშინ 19:30 საათზე ქუთაისის ერთ-ერთ ბენზინგასამართი სადგურიდან გაიტაცეს, როდესაც სანადირაძეების ოჯახი ქობულეთიდან ზესტაფონში ბრუნდებოდა. გიორგი სანადირაძე წელს უკვე მეორედ გაიტაცეს.

ბენზიგანსამართ სადგურთან ავტომანქანას ოთხი შეიარაღებული პირი დაესხა თავს. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები გატაცებას იმავე ჯგუფის წევრებს უკავშირებენ, რომლებმაც პირველად გაიტაცეს ბავშვი.

გიორგი სარდანიძე პირველად ექვსი თვის წინ გაიტაცეს. მაშინ ოჯახმა სამართალდამცავებთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა და ბავშვის განთავისუფლება თახნის გადახდის შედეგად მოხდა. გიორგი სარდანიძის მამა ბიზნესმენია და სამართალდამცავები არ გამორიცხავენ, რომ გატაცება მის ბიზნესთან იყოს დაკავშირებული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button