ახალი ამბები

პარლამენტი ბიუჯეტის სეკვესტრის საკითხის გადაჭრას კვლავ ვერ ახერხებს

(თბილისი, 26 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – კვორუმის არარსებობის გამო პარლამენტმა 26 აგვისტოს კვლავ ვერ შეძლო კენჭი ეყარა ბიუჯეტის სეკვესტრისთვის.

სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ, რომელიც პარლამენტის სხდომას ესწრებოდა, პარლამენტი “ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის დოკუმენტის” ჩაგდებაში დაადანაშაულა.

“მე ვფიქრობ უკეთესი იქნებოდა საპარლამენტო არჩევნები უფრო ადრე ჩაგვეტარებინა [არჩევნები 2 ნოემბერს არის დაგეგმილი], რადგანაც ეს პარლამენტი აბსოლუტურად უუნაროა”, – განაცხადა ავთანდილ ჯორბენაძემ.

ჯორბენაძის განცხადებამ ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია. “პარლამენტს ნუ ადანაშაულებთ, ბატონო ავთო. გასულ კვირას თქვენმა მხარდამჭერმა დეპუტატებმა უარყვეს ჩვენი [ოპოზიციის] წინადადება კენჭი გვეყარა საბიუჯეტო ხარჯების შემცირების თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატთა საკმარისი რაოდენობა ესწრებოდა სხდომას. თქვენ იცოდით, რომ [კანონის თანახმად] მთავრობას აქვს უფლება პარლამენტის გარეშეც შეამციროს საბიუჯეტო ხარჯები. თქვენ გინდოდათ, რომ პარლამენტს ვერ მიეღო დოკუმენტი, რათა შემდეგ პარლამენტი და ოპოზიცია დაგედანაშაულებინათ ამაში”, – განაცხადა პარლამენტის თავჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ სხდომაზე.

“სახელმწიფო მინისტრი და მთავრობა პასუხისმგებელნი იყვნენ ბიუჯეტზე. მთავრობა უნდა გაგადგეს”, – მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა სახელმწიფო მინისტრს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button