ახალი ამბები

ჟვანია ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებს

(თბილისი, 7 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ კიდევ ერთხელ მოუწოდა ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისკენ.

“ერთადერთი გზა ამ მთავრობას და პრეზიდენტს რომ შევეწინააღმდეგოთ, გაერთიანებაა”, – განაცხადა ჟვანიამ 6 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, შევარდნაძემ “საბოლოოდ აქცია ზურგი დემოკრატიას და დასავლური პოლიტიკის კურსს”.

ოპოზიციის გაერთიანების წინა მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა. პარლამენტის თავჯდომარე ნინო ბურჯანაძე, რომელიც თავის საარჩევნო პროგრამას 8 აგვისტოს წარადგენს, ასევე მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს ალიანსის შექმნისკენ.

ჟვანიას განცხადების მიზეზი გახდა საქართველოს ხელისუფლების პოზიცია მსხვილი ენერგოობიექტების რუსული სახელმწიფო კომპანიების ხელში გადასვლასთან დაკავშირებით და სახელისუფლებო ფრაქციების ძალისხმევით ისეთი საარჩევნო კოდექსის მიღება, რომელიც ოპოზიციის აზრით, ამერიკული ადმინისტრაციის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button