ახალი ამბები

“რაო ეესი” მზად არის საქართველოსთან კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის

(თბილისი, 6 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – “რუსეთის ერთიანი ენერგოსისტემა” მზად არის საქართველოს ხელისუფლებასთან კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის, განაცხადა რუსული კომპანიის მეთაურმა ანატოლი ჩუბაისმა 6 აგვისტოს თბილისის აეროპორტში ჩამოსვლისას.

“ჩვენი მიზანია ქვეყანაში ენერგომომარაგების საიმედოობის გაზრდა და ქართული ოჯახების განათება”, – განაცხადა ჩუბაისმა.

ელექტროეენერგიის არსებული ტარიფების კომენტირებისას, ჩუბაისმა განაცხადა, რომ ტარიფები საქართველოში ისედაც მაღალია.

“ელექტროენერგიის ტარიფები საქართველოში უფრო მაღალია, ვიდრე რუსეთში. ვერანაირ საჭიროებას ვერ ვხედავ, რომ ტარიფები კიდევ უფრო გავზარდო”, – აღნიშნა რუსული კომპანიის შეფმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button