skip to content
ახალი ამბები

“სამართლიანი არჩევნები” ბეიკერის გეგმის ჩაგდების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

(თბილისი, 4 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკო) დაკომპლექტების წესი 2 აგვისტომდე არ მიიღო, როგორც ეს ამერიკული ადმინისტრაციის რეკომენდაციებში იყო მითითებული.

“საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტი და პოლიტიკური პარტიების ლიდერები პასუხისმგებელნი არიან ბეიკერის გეგმის ჩაგდებაზე,” – ნათქვამია “სამართლიანი არჩევნების” მიერ 2 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.

“სამართლიანი არჩევნების” განცხადებით, 2 ნოემბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არსებული ცენტრალური საარჩევნო კომისიით, რომელიც “აბსოლუტურად დისკრედიტირებულია”, ქვეყანაში სოციალურ არეულობასა და პოლიტიკურ წინააღმდეგობას გამოიწვევს.

“სამართლიანი არჩევნები” მოუწოდებს მთავრობასა და პარლამენტს უახლოეს დღეებში მიიღონ “ბეიკერის გეგმაზე” დაფუძნებული ახალი საარჩევნო კოდექსი. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button