ახალი ამბები

საქართველო აშშ-ის საარჩევნო რეკომენდაციებს ვერ ასრულებს

(თბილისი, 2 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პარლამენტმა ყოფილი აშშ სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის მიერ გადმოცემული და საქართველოს პოლიტიკური პარტიების მიერ შეთანხმებული საარჩევნო რეკომენდაციები დაარღვია, რადგან 2 აგვისტომდე ახალი საარჩევნო კოდექსის მიღება ვერ მოახერხა.
 
აშშ-ის ადმინისტრაციის საარჩევნო რეკომენდაციები იმ ძირითად მიმართულებებს ითვალისწინებს, რომლებიც აუცილებელია სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის.

31 ივლისს პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების საკითხი მეორე მოსმენით ჩააგდო. ვერ ხერხდება სახელისუფლებო და ოპოზიციური ფრაქციების შეთანხმება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების თაობაზეც.

პარლამენტი საკითხის განხილვას მომავალი კვირიდან, 5 აგვისტოსთვის დაგეგმილ რიგგარეშე სხდომაზე გეგმავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button