skip to content
ახალი ამბები

ირაკლი ბათიაშვილმა უცხოელ სამხედრო ატაშეებს ვეტერან გვარდიელთა ბუნტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

(თბილისი, 4 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბატიაშვილმა დღეს საქართველოში აკრედიტებულ უცხოელ სამხედრო ატაშეებთან შეხვედრისას მათ ინფორმაცია მიაწოდა თბილისში ახლახანს მომხდარი ყოფილი გვარდიელების ამბოხის თაობაზე.

ეროვნული გვარდიის 20-მდე ყოფილი წევრი 23 მარტს ისანში სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე შეიჭრა, დაცვა განაიარაღა და ხელში ჩაიგდო შეიარაღება. ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შემდეგ ისინი სამართალდამცავებს ჩაბარდნენ. 15 მათგანს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი.

უცხოელ სამხედრო ატაშეებთან შეხვედრაზე ირაკლი ბათიაშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ვეტერან გვარდიელთა ბუნტი საზღვარგარეთიდან იმართებოდა, კერძოდ კი მიანიშნა რუსეთზე, რამაც შეხვედრაზე დამსწრე რუსეთის სამხედრო ატაშეს პროტესტი გამოიწვია.

მან ირაკლი ბათიაშვილს მოუწოდა, რომ თავი შეიკავოს “უსაფუძვლო ბრალდებების” გახმოვანებისგან.

სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
ყოფილი გვარდიელების ამბოხი

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button