
ბურჯანაძე ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებს
(თბილისი, 16 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის პირდაპირ ეთერში გამოსვლისას 15 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ოპოზივიურ ძალებს გაერთიანებისკენ მოუწოდა.
“ოპოზიციია გაერთიანება ერთადერთი საშუალებაა საპარლამენტო არჩევნებში წარმატების მისაღწევად და დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად”, – თქვა ნინო ბურჯანაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ გააკრიტიკა პრეზიდენტი შევარდნაძე მის მიერ პარლამენტში წარდგენილი წინადადების გამო, რომლის თანახმადაც, ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისია, ფაქტიურად პრეზიდენტის მომხრეებისგან დაკომპლექტდება.
ბურჯანაძემ ასევე გააკრიტიკა ახლახანს პრქზიდენტის თავმჯდომარეობით შექმნილი ახალი საარჩევნო ბლოკი “ახალი საქართველოსთვის”. “მე ვერ ვხედავ საკუთარ თავს იმ პოლიტიკურ მოღვაწეებთან ერთად, რომლებიც ამ ბლოკში შევიდნენ”, – დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ.