ახალი ამბები

შევარდნაძე შიშობს, რომ გარკვეულმა ძალებმა შეიძლება ამომრჩეველთა ხმები მოისყიდონ

(თბილისი, 16 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ყველა სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიას საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ეს გადამწყვეტი არჩევნებია, რომელიც სამაგალითოდ უნდა ჩატარდეს.

“ყველაზე მეტად არა გაყალბების, არამედ ხმების მოსყიდვის მეშიანია. ყველაზე საშიში სენი მოსყიდვაა, ადამიანს, რომელსაც უჭირს, მისი ცდუნება ფულით ადვილია, ეს სენი, სამწუხაროდ, საქართველოში ჩამოყალიბდა და პირადად მეც წავაწყდი”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა 15 მაისს ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ეთერში.

მისი თქმით, ამის აღსაკვეთად უნდა შეიქმნას კანონი, რაშიც დიდი როლი პარლამენტმა უნდა შეასრულოს.

იგი იმედოვნებს, რომ სახელისუფლებო ბლოკი და ოპოზიციური პარტიები ღირსეულ კონკურენციას გაუწევენ არჩევნების დროს ერთმანეთს, თუმცა, აცხადებს, რომ დღეისათვის უფრო კარგ ვითარებაში ოპოზიციაა, ვინაიდან არანაირი პასუხისმგებლობა არ აკისრია ხალხის წინაშე და ხელისუფლების კრიტიკით შეუძლია ხმების მიღება.

მსგავსი/Related

Back to top button