ახალი ამბები

თავდაცვის მინისტრი გერმანიაში გაემგზავრა

(თბილისი, 17 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე დღეს ოფიციალური სამდღიანი ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა.

დავით თევზაძე პირადად დაესწრება ქართველი სამშვიდობოების გერმანიიდან კოსოვოში გამგზავრებას, რომლებიც ქართული სამშვიდობო ასეულის შემადგენლობაში წვრთნებს გადიან გერმანიაში.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ასევე აპირებს შეხვდეს გერმანიის ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის წარმომადგენლებს და გერმანელ სამხედროებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button