ახალი ამბები

შევარდნაძე დარწმუნებულია ტრანსკავკასიური პროექტების წარმატებაში

(თბილისი, 19 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ყვალა იმ პოლიტიკოსს, რომლებიც საქართველოს გავლით ნავთობსადენისა და გაზსსადენის პროექტების განხორციელების წინააღმდეგ აკეთებენ გაცხადებას, მოუწოდებს დეტალურად გაეცნონ, თუ რა შედეგი აქვს ამ პროექტების განხორცილებას ქვეყნის ეკონომიკისთვის.

“ვინც ამ პროექტების წინააღმდეგ ინფორმაციას ავრცელებს, უნდა ვუთხრა რომ ამით საქართველოს არანაირი ზიანი არ მიადგება, არამედ პირიქით, უკვე დადებითი ძვრები არსებობს”, – განაცხადა შევარდნაძემ დღევანდელ რადიოინტერვიუში.

მისი თქმით, ჯერ მარტო ფოთისა და ბათუმის პორტებმა 4 მლნ ლარამდე თანხა მიიღეს ამ პროექტების ფარგკებში მილებით და სხვა ტექნიკით დატვირთული გემების შემოსვლით, ასევე 800 ათასი ლარია შესული ადგილობრივ ბიუჯეტებში.

პრეზიდენტის ინფორმაციით, პროექტების განხორციელება ასევე საფრთხეს არ უქმნის ქვეყნის ეკოლოგიას. იგი იმედოვნებს, რომ უმოკლეს პერიოდში აზერბაიჯანიდან შემოსული ბუნებრივი აირით მოხდება საქართველოს გაზიფიკაცია, რაც საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების მყარი გარანტია იქნება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button