ახალი ამბები

პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრი განმარტებებისთვის მიიწვია მისი განცხადების გამო

(თბილისი, 20 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ამ კვირაში წარსდგება და განცხადებას გააკეთებს 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს არსებული დარღვევებისა და გაყალბებების შესახებ.

ეს გადაწყვეტილება დღეს პარლამენტმა ხანგრძლივი პროცედურის შემდეგ კენჭისყრის შედეგად მიიღიო 59 მომხრით 26 წინააღმდეგ.

სახელმწიფო მინისტრმა განცხადება არჩევნებზე დარღვევების თაობაზე დამამტკიცებელი საბუთების არსებობის შესახებ გასულ თვეს გააკეთა. სწორედ ამ დოკუმენტების წარდგენას ითხოვენ დეპუტატები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button