skip to content
ახალი ამბები

ნაციონალების საპარლამენტო ლიდერი ლეიბორისტებს ხელისუფლებასთან ალიანსში ადანაშაულებს

(თბილისი, 20 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა კობა დავითაშვილმა ლეიბორისტული პარტია ხელისუფლებასთან ალიანსში დაადანაშაულა.

დავითაშვილის თქმით, ლეიბორისტები თავიანთი ქმედებებით ცდილობენ მიაღწიონ იმას, რომ მაჟორიტარ დეპუტატებს 2005 წლამდე გაუგრძელდეთ მანდატი და ამით დღევანდელი ხელისუფლების “წისქვილზე ასხამენ წყალს”.

პარლამენტის დღევანდელ სხომაზე ლეიბორისტების ინიციატივით დღის წესრიგში დადგა საკითხი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის შესახებ, რომლებიც 2005 წლიდან, ანუ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის ცვლილებებს ითვალისწინებენ, რაც ავტომატურად გულისხმობს მაჟორიტარი დეპუტატებისთვის მანდატის ვადის გაგრძელებას კიდევ ორი წლით 2005 წლამდე.

დღის წესრიგის დამტკიცებისას სახელისუფლებო ფრაქციებმა მხარი დაუჭირეს ამ საკითხის განხილვას, რამაც დავითაშვილს კიდევ ერთი საბაბი მისცა იმის დასამტკიცებლად, რომ ლეიბორისტები ხელისუფლებასთან კავშირში არიან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button