ახალი ამბები

საქართველოს დეფოლტი ემუქრება

(თბილისი, 23 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯეროენ კრემერსი მკაცრ შეფასებას აკეთებს საქართველოს მხრიდან ფონდის რეკომენდაციების შესრულების ტენდენციაზე და აცხადებს, თუ უმოკლეს ვადაში ეს რეკომენდაციები არ შესრუდლება, ფონდი შეწყვეტს დონორი ორგანიზაცების მხრიდან ფინანსურ დახმარებებს.

“6 კვირა საკმრისი დროა იმისათვის, რომ საქართველომ შეძლოს ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში დეფოლტი ემუქრება”, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კრემერსმა.

სავალუტო ფონდის დელეგაცია თბილისში ივნისის  ბოლოს ჩამოვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button