ახალი ამბები

“აღორძინება” არჩევნებისთვის ბლოკის შექმნას აღარ აპირებს

(თბილისი, 27 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – “დემოკრატიული აღორძინების” კავშირი არც ერთ პარტიასთან გაერთიანებას არ აპირებს და საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ 27 მაისს პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ცოტნე ბაკურია გააკეთა.

მისი თქმით, პარტიას შესწევს ძალა დამოუკიდებლად მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და გაიმარჯვოს კიდეც.

იგი ასევე მოუწოდებს მანამდე აღორძინების ბლოკში შემავალ პარტიებს მხარი დაუჭირონ კვლავ აღორძინებას არჩევნებში და ბლოკის შექმნის ნაცვლად პარტიაში გაწევრიანებას სთავაზობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button