ახალი ამბები

ჰეიდი ტალიავინმა შევარდნაძეს გაერო-ში გამართული შეხვედრების შედეგები გააცნო

(თბილისი, 28 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – 27 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ საქართველოში გაერო-ს გენერალური მდივნის სპეაციალური წარმომადგენელი ჰეიდი ტალიავინი მიიღო.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ჰეიდი ტალიავინმა, რომელიც ახლახანს ნიუ-იორკიდან დაბრუნდა, საქართველოს პრეზიდენტს აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით გაეროში გამართული შეხვედრების შედეგები გააცნო.

შევარდნაძისა და ტალიავინის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button