ახალი ამბები

აშშ “გაზპრომთან” საქართველოს თანამშრომლობით დაინტერესდა

(თბილისი, 30 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი 29 მაისს სახელმწიფო მინისტრს ავთანდილ ჯორბენაძეს შეხვდა. საუბარი რუსულ კომპანია “გაზპრომთან” მომავალ საქართველოს თანამშრომლობას შეეხო.

“ჩვენ გვაინტერესებს რუსულ კომპანია “გაზპრომთან” თანამშრომლობით, რაიმე საფრთხე ხომ არ ემუქრება “შაჰდენიზის” პროექტის განხორციელებას. ამ პროექტს არანაირი საფრთხე არ უნდა დაემუქროს”, – განუცხადა მაილსმა ჟირნალისტებს ჯორბენაძესთან შეხვედრის შემდეგ.

შაჰდენიზის გაზსადენის გაყვანის პროექტის განხორციელების უსაფრთხოებაზე ისაუბრა სათბობ-ენერგეტიკის მინისტრმა დავით მირცხულავამ, რომლის თქმით, “გაზპრომთან” თანამშრომლობა არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის ამ პროექტს და ეს საქართველოსთვის გაზის მოწოდების ორი მიმართულება იქნება”, – განაცხადა მირცხულავამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button