ახალი ამბები

დსთ-ს ლიდერებმა არჩევნებზე საქართველოსა და აზერბაიჯანში დამკვირვებლების გაგზავნა გადაწყვიტეს

(თბილისი, 31 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – სანკტ-პეტერბურგში ქალაქის 300 წლისთავთან დაკავშირებით შემდგარი საზეიმო ღონისძიებების პარალელურად ჩატარებული დსთ-ის ქვეყნების მეთაურთა არაფორმალურ სამიტზე პრეზიდენტებმა გადაწყვიტეს დამკვირვებლების გაგზავნა აზერბაიჯანში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე და საქართველოში 2 ნოემბრისთვის დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებზე.

ამის შესახებ ჟურნალისტებს უკრაინიზ პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ აცნობა. მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე მოსმენილი იქნა ინფორმაცია სომხეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების დროს დამკვირვებელთა მუშაობის შესახებ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button