ახალი ამბები

ოპოზიციურმა პარტიებმა საკოორდინაციო საბჭო შექმნეს

(თბილისი, 2 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში გამართულ შეხვერდაზე დღეს ოპოზიციურმა პარტიების წარმომადგენლებმა ერთობლივი საკოორდინაციო საბჭო შექმნეს, რომელშიც 5 პარტია გაერთიანდა, მათ შორის – “გაერთიანებული დემოკრატები”, “ახალი მემარჯვენეები”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “სახალხო პარტია”, რომელიც აქტიურ მონაწილეობას აპირებს 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში.

“ჩვენი გაერთიანება მიზნად ისახავს საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანაზე შეთანხმებას და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის ბრძოლას”, – განაცხადეს დღევანდელი შეხვედრის მონაწილეებმა.

ისინი 3 ივნისს პარლამენტის შენობის წინ ერთობლივი ძალებით აპირებენ მშვიდობიანი მანიფესტაციის გამართვას ძველი ცენტრალური საარჩევნო კომისიის გაუქმებისა და საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button