ახალი ამბები

პარლამენტი ცსკო-ს გაუქმების საკითხს კენჭისყრაზე დააყენებს

(თბილისი, 3 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – სამთავრობო საპარლამენტო ფრაქციები ცენტრალური საარჩევნო კომისიის გაუქმების შესახებ საკითხის საღამოს სხდომაზე განიხილვის თაობაზე შეთანხმდნენ.

მანამდე საპარლამენტო ფრაქციები კონსულტაციებს გეგმავენ ამ საკითხთან დაკავშირებით.

ოპოზიციური პარტიების მიერ წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებით. ამავე დროს, არსებული ცსკო-ს წევრებს არ ექნებათ უფლება მოიპოვონ ადგილები ახალ კომისიაში. პროექტის მიხედვით, ახალი კომისია უნდა შეიქმნას 1 ივლისამდე.

დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თამჯდომარე ჯუმბერ ლომინაძე და კომისიის კიდევ 9 წევრი 19-დან გადადგნენ. აქციის მონაწილენი ითხოვდნენ ცსკო-ს გაუქმებას და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას ქვეყანაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button