ახალი ამბები

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია გაეროს დამკვირვებელთა გატაცების გამო

(თბილისი, 6 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია კოდორის ხეობიდან გაეროს დამკვირვებელთა გატაცების გამო. 5 ივნისს სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც მძევალთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.   

“2001 წლის შემოდგომაზე ჩეჩენი საველე მეთაურის რუსლან გელაევის კოდორის ხეობაში გადასვლის შემდეგ სიტუაცია ხეობაში კვლავ სახიფათო რჩება. რუსეთმა რამდენჯერმე მოუწოდა ქართულ მხარეს მოეგვარებინა სიტუაცია ხეობაში საქართველოში გაეროს მისიასა და აფხაზურ მხარესთან ერთად”, – ნათქვამია განცხადებაში.

“ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა ძალ-ღონეს არ დაიშურებს მძევალთა გასათავისუფლებლად”, – აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყება.

5 ივნისს უცნობმა პირებმა კოდორის ხეობიდან გაეროს სამი დამკვირვებელი და ერთი ქართველი თარჯიმანი გაიტაცეს. მძევალთა ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button