ახალი ამბები

გაეროს დამკვირვებლები გაათავისუფლეს

(თბილისი, 10 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – არსებული ინფორმაციით, დღეს გამტაცებლებმა კოდორის ხეობაში მძევლად აყვანილი გაეროს დამკვირვებლები და მათი თარჯიმანი გაათავისუფლეს. ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, გათავისუფლება გამოსასყიდის გადახდის გარეშე მოხდა.

გამტაცებლებმა მას შემდეგ გაათავისუფლეს მძევლები, რაც მოლაპარაკებების დროს საქართველოს ხელისუფლება მათი უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაზე დათანხმდა.

5 ივნისს რვა შეიარაღებული პირი თავს დაესხა და გაიტაცა გაეროს დამკვირვებლები, როდესაც ეს უკანასკნელნი კოდორის ხეობის პატრულირებას ახდენდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button