skip to content
ახალი ამბები

პარტიზანების ყოფილი ლიდერი აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებას უპირისპირდება

(თბილისი, 11 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – პარტიზანული მოძრაობის “ტყის ძმების” ყოფილი ლიდერი დავით შენგელია, რომელმაც  გალის რაიონის გამგებლის მოადგილის პოსტი გუშინ დატოვა, აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებას უპირისპირდება და პროტესტის ნიშნად თბილისში “იმელის” შენობის წინ კარვის გაშლას აპირებს.

“დღევანდელ ხელისუფლებას არ სურს აფხაზეთში დაბრუნება. ნადარეიშვილი რასაც იძახის, ყველაფერი მისაღებია, თუმცა შედეგი არ ჩანს. როგორც ჩანს, მას ან ხელს უშლიან, ან იგი მხოლოდ ლოზუნგებით არის შეპყრობილი. ამგვარად, იგი ან უნდა მოვიდეს ჩვენთან კარავში ან არადა ჩვენ მის წინააღმდეგ ვიმუშავებთ”, – განუცხადა დავით შენგელიამ “სივილ ჯორჯიას”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button