ახალი ამბები

სვანურმა ბატალიონმა წვრთნა დაასრულა

(თბილისი, 17 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – სვანეთის რეგიონის ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დაკომპლექტებულ სამხედრო ბატალიონში უკვე დასრულდა წვრთნები და ორ დღეში ბატალიონი სვანეთში გაემგზავრება, სადაც ჩრდილოეთის საზღვარს გააკონტროლებს.

ბატალიონში 200-მდე მოხალისეა სვანეთის ადგილობრივი მოსახლეობიდან, რომლებმაც სამკვირიანი წვრთნები გაიარეს ორხევის სამხედრო ბაზაზე. ბატალიონს გიგლა კვიციანი მეთაურობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button