skip to content
ახალი ამბები

შევარდნაძე ერაყელი ლტოლვილების შემოსვლას არ ელის

(თბილისი, 24 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძენ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე 24 მარტს განაცხადა, რომ მას ეჭვი ეპარება, რომ “ერაყელმა ლტოლვილებმა საქართველომდე მოაღწიონ”.

“საქართველოში ასეულობით ათასი დევნილია აფხაზეთიდან, სამაჩაბლოდან, და ლტოლვილები ჩეჩნეთიდან, ამის გამო, საქართველოს ძალიან გაუჭირდება ერაყელი ლტოლვილების მიღება”, – თქვა შევარდნაძემ.

“ერაყელი ლტოლვილებისთვის საქართველოში ჩამოსვლა ძალიან მოუხერხებელი იქნებოდა. არიან მუსულმანური სახელმწიფოები, რომლებიც მზად არიან ერაყელი ლტოლვილების მისაღებად”, – აღნიშნა შევარდნაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button