skip to content
ახალი ამბები

გიორგი ჭანტურია გარემოს დაცვის პირობას იძლევა

(თბილისი, 21 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – კავკასიის ეკოლოგიური საზოგადოებრივი ორგანიზაციების ქსელის ცნობით, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭანტურიამ განაცხადა, რომ გარემოს დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული პრობლემა იქნება, რომელზეც განსაკუთრებით გამახვილდება ყურადღება ნავთობსადენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მშენებლობისას.

ეკოლოგიური ორგანიზაციები შეშფოთებას გამოხატავენ ბორჯომის ხეობაზე გამავალი ნავთობსადენის შესაძლო ნეგატიურ ზემოქმედებასთან დაკავშირებით და ამ მარშრუტის შეცვლას მოითხოვდნენ.

გიორგი ჭანტურიამ განაცხადა, რომ მარშრუტის შეცვლა არ შეიძლება უსაფრთხოების მოსაზრებებით. ზოგიერთმა ეკოლოგიურმა ორგანიზაციამ ნავთობსადენის ახალქალაქის რაიონზე გავლის წინადადება გამოთქვა, სადაც დღემდე მდებარეობს რუსული სამხედრო ბაზა. ჭანტურიას თქმით, ახალქალაქში მილსადენის გავლის შემთხვევაში აუცილებელი გახდებოდა უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღება იმ დროს, როცა რუსეთში არსებული გარკვეული ძალები ამ პროექტის ჩაშლას ცდილობენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button