skip to content
ახალი ამბები

სასამაართლომ ორი ჩეჩენის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

(თბილისი, 13 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლში სამი ჩეჩენი სასამართლო პროცესი დასრულდა. მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა გადაწყვეტილება ჰუსეინ ალხანოვის ექსტრადაციის შესახებ უსაფუძვლოდ მიიჩნია იმის გამო, რომ მას ლტოლვილის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. დანარჩენი ორი ჩეჩენის – რუსტამ ელხაჯიევის და რუსლან გელოგაევის მოთხოვნა ექსტრადიციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობის შესახებ მოსამართლემ არ დააკამყოფილა.

მოსამართლემ უსაფუძვლოდ მიიჩნია შს სამინისტროს მიერ 2002 წლის 20 ნოემბერს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიმართ გაგზავნილი წერილი გრიფით საიდუმლო, რომლის მიხედვით ალხანოვს ლტოლვილის სტატუსი მოეხსნა.

მოსამართლე ფუხაშვილის განცხადებით, დადგენილება ექვემდებაერბა გასაჩივრებას 10 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში.

ჩეჩნების ადვოკატებმა პროტესტი გამოთქვეს სასამართლო განაჩენის გამო.

“სასამართლოს უფლება არ ააქვს მოახდინოს ადამიანის ექსტრადაცია ისეთ ქვეყანაში, სადაც მოქმედებს სიკვდილით დასჯა, ამის გამო ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს უფლებას და 10 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრებთ განაჩენს”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ერთ-ერთმა ადვოკატმა მალხაზ პატარაიამ.

სასამართლოს ამ დადგენილებას ჩეჩენი დიასპორისა და რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის უკმაყოფილება მოჰყვა. მათ ერთობლივი საპროტესტო აქცია სასამართლოს შენობის წინ გამართეს.

“სასამართლოს ეს დადგენილება უსაფუძვლო და უკანონოა”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მექა ხანგოშვილმა.

მისი თქმით, აქციის მონაწილენი მომხრე არინა სარჩელის გასაჩივრების და იმედოვნებენ, რომ უზენაესი სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button