ახალი ამბები

ოპოზიცია შევარდნაძე-პუტინის შეხვედრის შედეგებს აკრიტიკებს

(თბილისი, 12 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – 12 მარტს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტისა და აფხაზეთის საკითხთა სემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის გაერთიანებული სდომა გაიმართა, რომელზეც 6-7 მარტს სოჭში შემდგარი ედუარდ შევარდნაძისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შედეგები განიხილეს.

სოჭის შეხვედრის მიწურულს საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომლის მიხედვითაც მხარეები ერთობლივად იმუშავებენ დევნილების აფხაზეთში დაბრუნების, რკინიგზის აღდგენისა და რეგიონის ენერგოსისტემის აღორძინებაზე.

“განცხადებაში ნათქვამია, რომ დევნილები უნდა დაბრუნდნენ, მაგრამ არაფერია მითითებული თუ სად უნდა დაბრუნდნენ – დამოუკიდებელ აფხაზეთში? ასევე არაფერია ნათქვამი, ვინ უზრუნველყოფს დაბრუნებულთა უსაფრთხოებას – რუსული სამშვიდობო ძალები, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ არაეფექტურნი იყვნენ? – განაცხადა ერთობლივ სხდომაზე “გაერთიანებული დემოკრატების ლიდერმა” ზურაბ ჟვანიამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button