skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტმა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი მიიღო

(თბილისი, 11 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ 10 მარტს სახელმწიფო კანცელარიაში მიიღო აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანაშემწე ჯეიმს მაკდუგალი და აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი.

შეხვერდის შემდეგ რიჩარდ მაილსმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ პრეზიდენტმა და ამერიკეილმა სტუმარმა თავდაცვით სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება განიხილეს.

27 თებერვალს საქართველოს პარლამენტი გასული წლის დეკემბერში ხელმოწერილი ხელშეკრულების რატიფიკაციის მიზნით განხილვას შეუდგა, მაგრამ მრავალი წინააღმდეგობის გამო რატიფიკაცია გადაიდო.

ხელშეკრულების მიხედვით, ამერიკულ სამხედრო პერსონალს საქართველოს ტერიტორიაზე ვიზისა და პასპორტის გარეშე შემოსვლის ნება ეძლევა, და გარდა ამისა საქართველოს ტერიტორიაზე იარაღის ტარების უფლებაც ენიჭება.

პრეზიდენტმა და ჯეიმს მაკდუგალმა ასევე იმსჯელეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ორი ქვეყნის თანამშრომლობისა და ქართული ანტიტერორისტული ქვედანაყოფების “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის რეალიზაციის შესახებ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button