ახალი ამბები

შევარდნაძე აკრიტიკებს ასლან აბაშიძეს აფხაზეთის გამო

(თბილისი, 10 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტმა შევარდნაძემ თავის დღევანდელ ბრიფინგზე სახელმწიფო კანცელარიაში აფხაზეთთან მიმართებაში პრეზიდენტთან შეუთანხმებელი ნაბიჯების გამო გააკრიტიკა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ასლან აბაშიძე.

“იგი [აბაშიძე] მოგზაურობს მოსკოვში და ისეთ წინადადებებს განიხილავს კონფლიქტის მოგვარების თაობაზე, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტთან არ არის შეთანხმებული. ასე არ შეიძლება რომ გაგრძელდეს”, – განაცხადა შევარდნაძემ.

ედუარდ შევარდნაძემ 2001 წელს ასლან აბაშიძე თავის პირად წარმომადგენლად დანიშნა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხებში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button