ახალი ამბები

ამერიკას არ უთხოვია ბაზების გამოყენება საქართველოსთვის

(თბილისი, 14 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ უარყო ინფორმაცია აშშ-სთან ერაყში საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევაში საქართველოს სამხედრო ბაზების დათმობის შესახებ მოლაპარაკებების თაობაზე.

ამის სესახებ პრეზიდენტმა დღეს სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა.

“ამერიკის დანიშნულებას მსოფლიოში ვერავინ მასწავლის, მაგრამ ამ საკითხის გადაწყვეტა ერთ პიროვნებაზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ ამის შესახებ ერთობლივი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. თვითონ ამერიკის მხარეს ამის თაობაზე თხოვნით არ მოუმართია”, – განაცხადა შევარდნაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button