ახალი ამბები

ევროსაბჭოს დელეგაციამ საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება უნდა შეაფასოს

(თბილისი, 12 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – 12 თებერვალს თბილისში ევროპის საბჭოს დელეგაცია ჩამოვიდა, რომლის მიზანიცაა საქართველოს მიერ 1999 წელს ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებისას აღებული ვალდებულებების შესრულების შეფასება.

დღეს ევროსაბჭოს წარმომადგენლები პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს და საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეხვდებიან. ევროსაბჭოს დელეგაცია ასევე შეხვდება საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

სავარაუდოა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე დელეგაციის წარომადგენლები ყურადღებას გაამახვილებენ 2003 წლის ოქტომბრისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ შექმნილ სიტუაციაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button