ახალი ამბები

რუსეთი საქართველოს სამშვიდობოების მანდატის გაგრძელებისკენ მოუწოდებს

(თბილისი, 22 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრისას რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელებმა ქართულ მხარეს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსული სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის გაგრძელებისკენ მოუწოდეს.

გასულ კვირას პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ დაიმუქრა, რომ რუს მშვიდობისმყოფელებს მანდატს არ გაუგრძელებდა, მაგრამ 20 იანვარს აზრი შეიცვალა და თქვა, რომ ამ დროისთვის აფხაზეთიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანა დაუსაბუთებელი იქნებოდა.

“შევარდნაძის განცხადება სამშვიდობო ძალების გაყვანის თაობაზე საკვირველია, რადგან გაეროს დამკვირვებელთა მისია ვერ განაგრძობს მუშაობას რუსი სამშვიდობოების მხარდაჭერის გარეშე”, – განუცხადა ჟურნალისტებს ბურჯანაძესთან შეხვედრის შემდეგ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ გენადი სელეზნიოვმა.

“აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანის შემდეგ რეგიონს დატოვებენ გაეროს დამკვირვებლებიც და შეუძლებელი გახდება შეიარაღებული კონფლიქტის განახლების თავიდან აცილება”, – განაცხადა სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრეი ნიკოლაევმა, რომელიც ასევე ესწრებოდა ბურჯანაძესთან შეხვედრას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button