ახალი ამბები

შევარდნაძემ და ჟვანიამ პარლამენტში შექმნილი სიტუაცია განიხილეს

(თბილისი, 23 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ამჟამად კი პარტია “გარეთიანებული დემოკრატების” ლიდერი ზურაბ ჟვანია 22 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა, სადაც სახელისუფლებო ფრაქციების მიერ პარლამენტის მუშაობისთვის გამოცხადებული ბოიკოტის შედეგად პარლამენტში შექმნილი სიტუაცია განიხილეს.

19-20 დეკემბერს ხუთმა სახელისუფლებო ფრაქციამ პარლამენტის მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადა, რის შედეგადაც ჩაიშალა საშემოდგომო სესიის ბოლო დღეებში 2003 წლის ბიუჯეტის პროექტისა და მინიმალური ხელფასების შესახებ კანონპროექტის განხილვა.

შევარდნაძემ და ჟვანიამაც განიხილეს ეს კანონპროექტი, რომელიც მინიმალური ხელფასების საარსებო მინიმუმთან გათანაბრებას ითვალისწინებს.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ბოიკოტის რეალური მიზეზი გახდა ის, რომ სახელისუფლებო ფრაქციებს მინიმალური ხელფასების შესახებ კანონპროექტის დამტკიცება არ სურთ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button