ახალი ამბები

საქართველო უარყოფს, რომ ოსებს პანკისის დატოვება აიძულეს

(თბილისი, 9 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – საქართველოს შინაგანი ჯარების სარდალი გიორგი შერვაშიძე უარყოფს ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის განცხადებას იმის თაობაზე, რომ პანკისის ხეობაში მცხოვრებ ოსებს იქ მიმდინარე ანტიკრიმინალური ოპერაციისას თავიანთი საცხოვრებელი ადგილები დაატოვებინეს.

როგორც პრეზიდენტმა შევარდნაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპერაციის დაწყების შემდეგ ხეობაში ვითარება შესამჩნევლად გაუმჯობესდა. მისი თქმით, ყოველივე ამის შემდეგ პანკისში დაბრუნება იმ ოსებსაც შეეძლოთ, რომლებმაც მანამდე დატოვეს ხეობა.

25 აგვისტოს დაწყებული ანტიკრიმინალური ოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა 9 დამნაშავე დააკავეს, მათ შორის ერთი საერთაშორისო ტერორიზმშია ეჭვმიტანილი. როგორც 7 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ოპერაცია წარმატებულია.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button