ახალი ამბები

ეი-ი-ეს თელასის გენერალური დირექტორი შს მინისტრს ხვდება

(თბილისი, 9 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – დღეს ეი-ი-ეს თელასის გენერალური დირექტორი იგნასიო ირიბარენი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი კომპანიაზე განხორციელებულ თავდასხმებს განიხილავენ.

უკანასკნელი ორი კვირის მანძილზე ეი-ი-ეს-ის თბილისის რაიონულ ოფისებზე ორი თავდასხმა განხორციელდა, ხოლო კომპანიის ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობის გამოძიება ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

ამ დღეებში ეი-ი-ეს თელასის ოფისმა ფოსტით ანონიმური წერილი მიიღო, რომელიც კომპანიას საქართველოდან გასვლისკენ მოუწოდებს.

ეი-ი-ეს-მა თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპამია თელასი 1998 წელს 25 მილიონ აშშ დოლარად იყიდა. მიმდინარე წელს კომპანიამ ელექტროენერგიაზე ტარიფი გაზარდა, რამაც თბილისის მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button