ახალი ამბები

ქონების მართვის სამინისტრო გაუქმდება

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 6 სექტემბერი, 2002) – ანტიკორუფციული საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო მომავალი წლის დასაწყისში გაუქმდება. ამის შესახებ   დღეს გამართული ანტიკორუფციული საბჭოს სხდომის შემდეგ გახცა ცნობილი. 

ეს ცვლილება ნაწილია იმ გეგმისა, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების რეორგანიზაციას ითვალისწინებს და რომლის მიხედვითაც მოხდება სამინისტროებისა და სახელმწიფო დეპარტამენტების რაოდენობის შემცირება.

ქონების მართვის სამინისტროს ფუნქციებს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები შეითავსებენ. ამავდროულად შეიქმნება ჰოლდინგი რომელიც სხვადასხვა კომპანიებში სახელმწიფოს წილს გააკონტროლებს.

 

 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button