ახალი ამბები

პრეზიდენტი აფხაზეთიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის წინააღდმეგია

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 2 სექტემბერი, 2002) – პრეზიდენტი ედუარდ შევადნაძე საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანას ნაადრევად მიიჩნევს. თუმცა აცხადებს, რომ მათი სხვა ქვეყნების მშვიდობისმყოფელებით ჩანაცვლება აუცილებელია.

“კონფლიქტის ზონაში ახალი რეალობისთვის ქვეყანა ჯერ მზად არ არის. პირველ რიგში უნდა გადაწყდეს სამშვიდობოების ჩანაცვლების საკითხი”, აღნიშნა პრეზიდენტმა მის დღევანდეს რადიოინტერვიუში.

ასევე დასძინა, რომ კონფლიქტის ზონის სამშვიდობო ძალების გარეშე დატოვებას “შეიარეღებული გადამთიელების” თარეში და ადგილობრივი მოსახლეობის დაწიოკება მოჰყვება.

გასულ კვირას საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელიც საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსული სამშვიდობო ძალების გაყვანას შეეხებოდა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button