ახალი ამბები

პანკისის ოპერაციის მეორე ფაზა დაიწყო

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 2 სექტემბერი, 2002) – პანკისის ხეობაში მიმდინარე ოპერაციის მეორე ფაზა დაიწყო, რომელიც ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების გატარებასა და კონკრეტული ინფორმაციის მოპოვებას ითვალისწინებს, აღნიშნა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას უშიშროების სამინისტროს პრესმდივანმა ნიკა ლალიაშვილმა.

ოპერაცია სამ ეტაპად არის დაყოფილი. პირველი ეტაპი ხეობაში ბლოკ-პოსტების განმტკიცებას ითვალისწინებდა, ხოლო სამძებრო ღონისძიებების გატარების შემდეგ კრიმინალთა დაკავება დაიწყება.

უშიშროების სამინისტროს ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ეჭვმიტანილი, არაბი ჰალედ ომარი ჰყავს დაკავებული, რომელსაც გუშინ 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button