skip to content
ახალი ამბები

სახელმწიფო მინისტრი რწმუნებულის ინსტიტუტის გაუქმების წინააღმდეგ გამოდის

(თბილისი, 6 ივლისი, “სივილ ჯორჯია”) – სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე გუშინ, 5 ივლისს, მოსკოვიდან დაგეგმილზე ერთი დღის ადრე დაბრუნდა და განაცხადა, რომ რწმუნებულის ინსტიტუტი ქვეყნის მართვას აუმჯობესებს.

ჯორბანაძემ კომენტარი გაუკეთა დეპუტატების მოთხოვნას რწმუნებულის ინსტიტუტის საერთოდ გაუქმების შესახებ, ვინაიდან პრეზიდენტის რწმუნებულები თავიანთ ძალაუფლებას ბოროტად იყენებენ.

ჯორბენაძემ აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტიც კი იძულებეული იყო შეექმნა რწმუნებულის ინსტიტუტი, ვინაიდან სახელმწიფოს მართვისთვის მას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

დეპუტატების ძირითადი ანტიპატია ქვემო ქართლის გუბერნატორ, მოქალაქეთა კავშირის წევრ ლევან მამალაძისადმი იყო მიმართული. “არ შეიძლება ერთი კაცი მთელ პარტიასთან [მოქალაქეთა კავშირთან] გაიგივდეს”, აღნიშნა ჯორბენაძემ.

4 ივლისს გამართულ პარლამენტის საგანგებო სხდომაზე დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ გამგებლები ხალხის მიერ უნდა იყვნენ არჩეულნი და არა დანიშნულნი პრეზიდენტის მიერ. ამ წინადადებას მხოლოდ პროშევარდნაძისტულმა ფრაქციებმა არ დაუჭირეს მხარი.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button