ახალი ამბები

საქართველოს ახალი ელჩი გაეროში

(თბილისი, 22 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – 21 აპრილს პარლამენტმა რევაზ ადამია გაეროში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე დაამტკიცა.

ადამიას კანდიდატურას 118-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 19 კი მისი წინააღმდეგი იყო. “აღორძინება” ერთადერთი ფრაქცია იყო, რომელმაც ადამიას კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა. 

რევაზ ადამია თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარეა. ის პარლამენტში ფრაქცია “დემოკრატების” წევრია. უკანასკნელ ხანებში ადამია პოლიტიკურ პროცესებში აქტიურობით არ გამოირჩეოდა.

გაეროში საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი პეტრე ჩხეიძე თურქმენეთსა და ავღანეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა. 

Back to top button