
ახალი ამბები
გაიტაცეს “აგრობიზნესბანკის” დირექტორი
(თბილისი, 19 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – გუშინ გვიან ღამით თბილისში იოსებიძის ქუჩაზე სახლიდან გაიტაცეს “აგრობიზნესბანკის” დირექტორი პიტერ შოუ. ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის ცნობით, გამოძიებას მომხდართან დაკავშირებით აწარმოებს პროკურატურა.
პიტერ შოუ თბილისში პირველად 6 წლის წინ ჩამოვიდა და თავიდან ევროკავშირის სტრუქტურებში მუშაობდა.
გამოძიება სხვადასხვა ვერსიებს ამუშავებს. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა თქმით, გამორიცხული არ არის, რომ გატაცების მიზეზი ფულის გამოძალვა იყოს.