Placeholder canvas
ახალი ამბები

რუსეთი აფხაზებისთვის მოქალაქეობის მიცემას ლეგალურად მიიჩნევს

(თბილისი, 12 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ იაკოვენკომ განაცხადა, რომ რუსეთი აფხაზებს რუსეთის მოქალაქეობას ყოველგვარი კანონდარღვევის გარეშე აძლევს.

იაკოვენკოს კომენტარი პრეზიდენტ შევარდაძის განცხადებას შეეხებოდა. საქართველოს პრეზიდენტმა 10 ივნისის რადიონტერვიუში განაცხადა, რომ შესწორება რუსეთის კანონში მოქალაქეობის შესახებ “ფარულ ანექსიას” გულისხმობს.

შესწორების თანახმად, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირებს შეუძლიათ მოითხოვონ და გამარტივებული პროცედურების გავლით მიიღონ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა. ეს შესწორება შეეხება სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ პირებს.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button