ახალი ამბები

კოფი ანანი ქართულ და აფხაზურ მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს

(თბილისი, 27 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – “დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით”, – ნათქვამია გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოსადმი გაკეთებულ მიმართვაში.

25 აპრილის მიმართვით გენერალური მდივანი  აფხაზურ მხარეს მოუწოდებს, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები ქართულ მხარესთან “სოხუმსა და თბილისს შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის” დოკუმენტის საფუძველზე.

ამასთან, კოფი ანანის განცხადებით, კოდორის ხეობაში ქართული საჯარისო შენაერთების არსებობა ართულებს სიტუაციას არა მხოლოდ ხეობაში, არამედ მთლიანად კონფლიქტის ზონაში. ქართული მხარე ამტკიცებს, რომ მან თავისი რეგულარული ჯარები კოდორის ხეობიდან მთლიანად გაიყვანა.

უშიშროების საბჭოსადმი მიმართვაში გენერალური მდივანი ასევე აღნიშნავს, რომ არ შეინიშნება პროგრესი იძულებით ადგილნაცვალ პირთა დაბრუნების საქმეში. “მე მოვუწოდებ აფხაზურ მხარეს, რომ დააჩქაროს ეს პროცესი”, – აცხადებს კოფი ანანი.

მსგავსი/Related

Back to top button