ახალი ამბები

მიწისძვრის გამო პატიაშვილი არჩევნების გადადების ინიციატივით გამოდის

(თბილისი, 26 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – დეპუტატმა ჯუმბერ პატიაშვილმა კანონმდებლებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გადადება შესთავაზა. მისი თქმიტ, არჩევნებისთვის გამოყოფილი თანხის მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ შენობათა რეკონსტრუქციას უნდა მოხმარდეს.

საპარლამენტო ფრაქციათა უმრავლესობა ამ წინადადებას არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ არჩევნების გადადება შეუძლებელია. ინიციატივას მხოლოდ ფრაქცია “ტრადიციონალისტმა” დაუჭირა მხარი.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 4,1 მილიონი ლარია გამოყოფილი და ის 2 ივნისს ჩატარდება.

მსგავსი/Related

Back to top button