ახალი ამბები

თბილისში საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული

(თბილისი, 26 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – 25 აპრილს მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თბილისში საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა.

26 აპრილს მთავრობის საგანგებო სხდომაზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ვალდებულია დაზიანებული სახლებს რეკონსტრუქცია ჩაუტაროს და მიწისძვრისგან დაზარალებული მოქალაქეები ბინებით უზრუნველყოს – “იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენ კრედიტის აღება მოგვიწევს,” – დაამატა მან.

თვით საქართველოს პრეზიდენტმა დაზარალებულთა დასახმარებლად საკუთარი ფონდიდან 1 მილიონი ლარი გამოჰყო.

გუშინ, 25 აპრილს მომხდარი მიწისძვრის შედეგად, რომლის სიმძლავრეც 6 ბალს აღწევდა, თბილისში 5 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

მსგავსი/Related

Back to top button