ახალი ამბები

თბილისის მერი მოსახლეობას დაზიანებული შენობების შეკეთებას ჰპირდება

(თბილისი, 26 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – თბილისის მერმა ვანო ზოდელავამ დღეს განაცხადა, რომ ქალაქის მერია აღმასრულებელ მთავრობასთან ერთად დაზიანებულ შენობებს შეაკეთებს.

“პირველ რიგში, დანგრეული სახლების მაცხოვრებელთათვის მერია ბინებს იქირავებს”, – განაცხადა ზოდელავამ.

თბილისის მერმა მრეწველებსა და ბიზნესმენებს რეკონსტრუქციისა და ახალი სახლების აშენებისთვის თანხის გამოყოფისკენ მოუწოდა.

გუშინ საღამოს თბილისში ექვსბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა. შედეგად ქალაქის ძველ უბნებში, როგორიც არის მთაწმინდა, ჩუღურეთი, ისანი და კრწანისი, დაინგრა რამდენიმე შენობა, ბევრი კი დაზიანდა.

საქართველოს გეოფიზიკის საზოგადოების განცხადებით, საქართველო სეისმოლოგიური თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე აქტიური რეგიონია.

მსგავსი/Related

Back to top button